ფსიქიკური ჯანმრთელობის ციფრული ჰაბი
ინერი არის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შექმნილი ციფრული ჰაბი, რომელიც წარმოდგენილია მობილური აპლიკაციის სახით.

აქ შენ შეძლებ მიიღო, როგორც სრული ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, ასევე სხვადასხვა ტიპის სერვისი და გაციფრულებული პრაქტიკა, მათ შორის ანონიმურად
არასოდეს გრძნობ მარტოობას

მარტოობის განცდა ფსიქიკური ტკივილის ხშირი თანამგზავრია, თუმცა მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია.

ინერის მობილური აპლიკაცია გთავაზობს წამყვანი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ ხელსაწყოებს, გაწვდის გამართულ და სანდო ინფორმაციას, გეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში და ჯანსაღი გამოცდილების მიღებაში, ცხოვრების, თუ სირთულის ნებისმიერ ეტაპზე.

ყველაფერი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
აღმოაჩინე ჩვენი სერვისები
გზამკვლევი

გზამკვლევში შეხვდები გამოცდილი პროფესიონალების მიერ მომზადებულ ტექსტურ და ვიდეო მასალას, სადაც მარტივად არის ახსნილი, რას გულისხმობს კონკრეტული მეთოდი, როგორ მუშაობს თითოეული მათგანი რეალურ ცხოვრებაში, როგორ არის პროცესი დროში გადანაწილებული, რა ტიპის შედეგს უნდა ელოდო და ვისთვის არის თითოეული მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანი. 

 

დაგეხმარებით, გააცნობიერო, როდის სჯობს კონკრეტული მეთოდის არჩევა და როდის შეიძლება ალტერნატივის ცდა. შენ შეძლებ უკეთ გაიგო, რომელი მიმართულებით მუშაობა შეესაბამება შენს მდგომარეობას და საჭიროებებს.

ტესტები

სპეციალისტების მიერ შერჩეიული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ქართულ ენაზე ადაპტირებული ტესტები. მათი შევსება საკმაოდ მარტივია.  ჩვენ დაგეხმარებით შეაფასო საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე – შფოთვის, სტრესის, ტრავმის, ემოციური გადაღლის თუ სხვა მდგომარეობების გათვალისწინებით.

 

მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ტესტები არ ანაცვლებს პროფესიულ დიაგნოზს და არ გაძლევს ერთმნიშვნელოვან პასუხებს. ისინი გეხმარებიან გადადგა პირველ ნაბიჯი, შეხედო საკუთარ თავს და დაფიქრდე იმაზე, თუ რა გჭირდება დროის კონკრეტულ მონაკვეთში. 

 

ტესტების შევსება შეგიძლია ანონიმურადაც და პასუხები მხოლოდ შენი საკუთრებაა.

სპეციალისტები

ინერის აპლიკაციაში შეხვდები მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომლებიც არიან პარტნიორი პროფესიული ასოციაციების მოქმედი წევრები.

 

თითოეულ თერაპევტს, ფსიქოლოგს, ფსიქიატრს ან მენტალური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტს, აქვს წლების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ხვდები არა მხოლოდ ლიცენზირებულ პროფესიონალს, არამედ, იღებ პროფესიულ ეთიკასა და ხარისხზე დაფუძნებულ სერვისს.

 

სპეციალისტების შერჩევას მარტივად შეძლებ: აპლიკაციაში შეგიძლია გაეცნო მათ პროფილებს, მუშაობის სპეციფიკას, მიმართულებებს და ხშირ შემთხვევაში საფასო პოლიტიკასაც. თუკი დაინტერესდები, აპლიკაციიდანვე შეგიძლია მარტივად დაჯავშნო შეხვედრა, ეს იქნება პირველადი კონსულტაცია თუ ხანგრძლივი თერაპიული გამოცდილების დაგეგმვა.

მედიტაცია

ამ განყოფილებაში დაგხვდება სპეციალისტების მიერ შექმნილი გიდირებული მედიტაციები, ქართულ ენაზე.

 

გაცნობიერებული სუნთქვის პრაქტიკები, სიარულის მედიტაცია, ჯდომითი მედიტაცია, სტრესის მართვის პროგრამები, მედიტაცია გაცნობიერებულ კვებასთან დაკავშიდრებით – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ აუდიო მედიტაციების კურსისა, რომელიც დაგეხმარება დაბრუნდე ამჟამინდელ მდგომარეობაში და იცხოვრო გაცნობიერებულად. 

იოგა

იოგა არის არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობა, ის არის გზა, რომელიც მიმართულია გონების, სხეულის და ემოციების ბალანსისკენ.

 

ამ განყოფილებაში დაგხვდება იოგას გიდირებული ვიდეო გაკვეთილები ქართულ ენაზე, შეხვდები სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოებს და მათი შესრულებისთვის საჭირო რეკომენდაციებს. ყველა მასალა შექმნილია პროფესიონალი ინსტრუქტორების მიერ.

 

ვარჯიშების შესრულებას შეძლებ შენთვის შესაფერის დროსა და შენ მიერ შერჩეულ გარემოში.

ციფრული სერვისები

აპლიკაციაში დაგხვდება სრულად ან ნაწილობრივ გაციფრულებული ფსიქოლოგიური სერვისები, რომლის მიღებაც აქამდე მხოლოდ ფიზიკურ სივრცეებში ვიზიტით იყო ხელმისაწვდომი. სერვისების გაციფრულებაზე და ადაპტაციაზე იზრუნეს წამყვანმა სპეციალისტებმა

ბლოგი

ბლოგებში გაეცნობი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების თუ სიახლეების განხილვას, სტატიებს, რომლებიც შენთვის საინტერესო შეკითხვებზე გაგცემენ პასუხს, შენთვისვე გასაგებ ენაზე. 

 

სტატიების ნაწილი ეფუძნება უახლეს კვლევებსა და საერთაშორისო გამოცდილებას, ნაწილი კი გთავაზობს რჩევებს ყოველდღიური ფსიქიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

 

ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია წაიკითხო სტატიები ქართულ ენაზე, გაეცნო სფეროს სიახლეებს და იპოვო შენთვის საინტერესო რესურსები.

ადამაინები

მარტოობის განცდა ხშირად გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ტკივილი უნიკალურია და არავის ჰქონია მსგავსი შეგრძნებები, თუმცა როდესაც ვისმენთ სხვა ადამიანების ისტორიებს, ამბებს და გამოცდილებებს, მარტოობის განცდა სუსტდება და ვაცნობიერებთ, რომ ამ პროცესში მარტო არ ვართ.

 

ამ განყოფილებაში გაეცნობი ადამიანების რეალურ ისტორიებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები და უცნობი ადამიანები ჰყვებიან ამბებს საკუთარ გამოცდილებებზე, ცხოვრების რთულ პერიოდებზე და ამ პერიოდებში განცდილ შეგრძნებებზე. ამბობენ იმას, რისი თქმაც ხმამაღლა ხშირად რთულია – როგორ გაუმკლავდნენ შფოთვას, სტრესს, შინაგანი მარტოობის განცდას, თუ სხვა რთულ ფსიქიკურ მდგომარეობებს

თამაშები

ინერის სამაგიდო თამაშები შექმნილია მოთამაშეებს შორის უსაფრთხო და გულწრფელი საკომუნიკაციო სივრცის გასაჩენად.

 

აპლიკაციაში დაგხვდება სხვადასხვა ტიპის მარტივი სამაგიდო თამაშები, რომლებიც შექმნილია მეგობრებს, პარტნიორებს ან სულაც ოჯახის წევრებს შორის სათამაშოდ. თამაშისთვის შემუშავებული შეკითხვები დაგეხმარება გააღრმაო ურთიერთობები და შექმნა ჯანსაღი უკუკავშირის გამოცდილება მოთამაშესთან.

 

ინერის თამაშები არ არის მხოლოდ დროის ერთად, სასიამოვნოდ გატარების საშუალება. ეს არის გზა, რომელსაც მივყავართ ერთმანეთის უკეთ გაცნობისკენ და საერთო ემოციების აღმოჩენისკენ.

ფორუმი

აპლიკაციაში მალე გამოჩნდება ფორუმის სივრცეც

 

აქ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები გაერთიანდებიან შესაბამის თემატურ ჯგუფებში. ისინი გააზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს, წარსულის გამოცდილებებს და ისაუბრებენ მიმდინარე გამოწვევებზე.

ონალინ მაღაზია

აპლიკაციას მალე დაემატყება ონლაინ მაღაზია, სადაც შეძლებ სხვადასხვა კომპანიებთან კოლაბორაციით შექმნილი თემატური ნივთების და საჩუქრების შეძენას.

რატომ ინერი?
თქვენი ყოველდღიური მხარდაჭერის სივრცე
Illustration

სანდო და ანონიმური

შენი მოგზაურობა აპლიკაციაში არის სრულად კონფიდენციალური და მხოლოდ შენს ნებაზე დაფუძნებული. აქ გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ყველა მოთხოვნა.

Illustration

ხელმისაწვდომია ყველგან და ყოველთვის

ინერის აპლიკაცია სულ თან გაქვს, შეგიძლია გამოიყენო ყველგან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში

Illustration

პროფესიულად გამართული მიმართულებები

აპლიკაციაში დაგხვდება არაერთი მიმართულება და მეთოდი, რომელიც ემსახურება ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ინერის პარტნიორები

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვისთან იმეგობრებს ინერი. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი პარტნიორები არიან ქვეყანაში წამყვანი ასოციაციები და ორგანიზაციები, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, საკუთარ სფეროში, პროფესიული გამართულობის საკითხს.

გამოცდილებაზე დაფუძნებული შეფასებები
რას ამბობენ სპეციალისტები

ბლოგის სექცია
ბოლოს დადებული ბლოგი
ახალი
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველი მობილური აპლიკაცია გაეშვა

პრესრელიზები

ახალი
რა სერვისების მიღება შეგიძლია ინერის მობილურ აპლიკაციაში?

პრესრელიზები

ახალი
Inner-ს და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პრესრელიზები

ხშირად დასმული კითხვები

იპოვე პასუხები აპის გამოყენებასთან დაკავშირებულ მთავარ კითხვებზე.