საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველი მობილური აპლიკაცია გაეშვა

17 ნოემბერი 2025

ახალი მობილური აპლიკაცია inner არის პირველი ციფრული ჰაბი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც მობილურ აპლიკაციაში აერთიანებს ყველა საჭირო მალასაც, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკებს, რომლებიც ამ ეტაპამდე მხოლოდ ფიზიკურ სივრცეებში იყო ხელმისაწვდომი.

 

ინერის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ყველა საჭირო სერვისი, თუ მომსახურება დისტანციურად – მობილური აპლიკაციის დახმარებით, რათა ადამიანებს გაუმარტივდეთ ნებისმიერი წერტილიდან, მათთვის სასურველ დროს, საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ინერის შინაარსობრივ ნაწილს ქმნიან სპეციალისტები და ასოციაციები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით.

 

“აპლიკაციის შექმნის იდეა 2 წლის წინ გაჩნდა, როდესაც მე და ირაკლის უკვე გვქონდა რამდენიმეწლიანი პირადი გამოცდილება ფსიქოთერაპიის მიმართულებით და კარგად ვიცოდით რა პროცესს გადის ადამიანი სწორ სპეციალისტთან მოსახვედრად. მოსმენილი გვქონდა უამრავი ისტორია ნაცნობებისგან და მეგობრებისგან, ადამიანებისგან რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება და ამ გზაზე იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ისტორიები. 

მე და ირაკლის წლების განმავლობაში ბევრ პროექტზე გვიმუშავია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად. გადავწყვიტეთ, ჩვენი ეს გამოცდილება ამ კუთხით გამოგვეყენებინა და შეგვექმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ციფრული ჰაბი, რომელიც აპლიკაციაში გააერთიანებდა და გააციფრულებდა ყველა საჭირო სერვისს” - ნიკა ჩილინდრიშვილი (inner-ის თანადამფუძნებელი).

 

აპლიკაცია გააერთიანებს ისეთ ფუნქციონალებს როგორიც არის:

  1. გზამკვლევი 

  2. ფლიქოლოგთან ვიზიტის ონლაინ დაჯავშნა

  3. ფსიქოლოგიური ტესტები

  4. მედიტაციები

  5. მაინდფულნეს პრაქტიკები

  6. იოგას ვიდეო გაკვეთილები

  7. ბლოგი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ

  8. ადამიანების რეალური ისტორიები

  9. ფსიქოლოგიური თამაშები

 

აპლიაკციას მალე დაემატება ფორუმი და ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ, მათთვის უსაფრთხო სივრცეში მიიღონ ან გააზიარონ რჩევები, საკუთარი ისტორიები და ა.შ. შეიძინონ თემატური პროდუქცია და რაც მთავარია, არასდროს იგრძნონ მარტოობა.

 

“ინერი არის ციფრული პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის გააზრებაა. ჩვენ გვჯერა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, და მეტიც, მათ შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირია. 

ინერი ქმნის ციფრულ გარემოს, სადაც ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა სერვისს ერთ მობილურ აპლიკაციაში, რათა მომხმარებლებმა შეძლონ საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგი და მასზე ზრუნვა დისტანციურად, უსაფრთხოდ, მათთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას, მათთვისვე გასაგებ ენაზე.

თანამედროვე სამყაროში, სადაც სოციალური სივრცეებით ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ინფორმაციას ვიღებთ, ხშირად გართულებულია ამ ინფორმაციაზე ნდობის გაჩენის საკითხი. ინერი სწორედ ის სივრცეა, სადაც ადამიანი დარწმუნებული იქნება, რომ მიღებული ინფორმაცია სარწმუნო და პროფესიულად გამართულია. ჩვენი მთავარი ინტერესია, მომხმარებელს შევთავაზოთ სრული ციკლი – მიიღონ ფსიქოგანათლება და კვალიფიციური ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულების შესახებ, გადაამოწმონ საკუთარი ემოციური მდგომარეობა და ამოიცნონ მიმდინარე საჭიროებ, გაეცნონ სხვების გამოცდილებებს და სურვილის შემთხვევაში გააზიარონ საკუთარი ამბავი, გამოიყენონ პროფესიონალების მიერ შემუშავებული ციფრული პრაქტიკები და სავარჯიშოები, რომლებიც მათ საჭიროებებზეა მორგებული.

ინერის გუნდი აცნობიერებს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი ბევრისთვის სენსიტიურია. ამიტომ, ჩვენთვის მთავარი პრინციპი სანდოობა და კონფიდენციალურობის დაცვაა. 

ჩვენი სურვილია, რომ ინერის მომხმარებელი გრძნობდეს – ის მარტო არ არის ცხოვრების თუ სირთულის ნებისმიერ ეტაპზე”. ირაკლი ლომიძე (inner-ის თანადამფუძნებელი)



ინერის მობილური აპლიკაციის ჩამოწერა უკვე შესაძლებელია როგორც IOS ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის:

IOS: https://bit.ly/4nY4sgA 

Android: https://bit.ly/4i1hkBf