Inner-ს და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 ოქტომბერი 2025

2025 წლის 29 ნოემბერს, Inner-ისა და BTU-ს პარტნიორობის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა, სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის.

 

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო Inner-ს და BTU-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც ემსახურება სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას და სამომავლოდ ერთობლივი აქტივობების განხორციელებას.
 
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ორივე მხარე მზაობას გამოთქვამს დაგეგმონ და განახორციელოს ერთობლივი ინიციატივები; გამართონ ერთობლივი ღონისძიებები სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებით: პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ტრენინგები და სხვა;  ხელი შეუწყონ ცნობიერების ამაღლებას ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ფართო აუდიტორიას გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ფსიქოლოგიის თანამედროვე ციფრული სამყაროს შესახებ.
 

მეორე ნაწილი დაეთმო თემატურ შეხვედრას, სადაც მოწვეულმა სპიკერმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა, თათული გიგიტაშვილმა ისაუბრა თანამედროვე ციფრული ფსიქოლოგიისა და მენტალური ჯანმრთელობის ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიდგომებზე - როგორ იყენებენ კომპანიები და ორგანიზაციები MindTech ინსტრუმენტებს ემოციური კეთილდღეობის, სტრესის მართვისა და სამუშაო გარემოში ფსიქოლოგიური მდგრადობის გასაძლიერებლად.

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) არის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში.


BTU-ში მოქმედებს კვლევითი, კარიერული და მეწარმეობის ცენტრები, ასევე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, მათ შორის ინდუსტრია 4.0, iOS & Android, AI, განახლებადი ენერგია, ბლოქჩეინი, კიბერუსაფრთხოება, მდგრადობა, XR, Microsoft და Martech. BTU არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციის წევრი და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. უნივერსიტეტი ახორციელებს სხვადასხვა ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად მრავალ ადამიანს ეძლევა მონაწილეობისა და განვითარებისა შესაძლებლობა.

 

ინერი - ფსიქიკური ჯანმრთელობის ციფრული ჰაბი.