ინერი არის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შექმნილი ციფრული ჰაბი, რომელიც წარმოდგენილია მობილური აპლიკაციის სახით, აქ შენ შეძლებ მიიღო, როგორც სრული ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, ასევე სხვადასხვა ტიპის სერვისი და გაციფრულებული პრაქტიკა, მათ შორის ანონიმურად.
ინერის მობილურ აპლიკაციაში შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება:
გზამკვლევი:
გზამკვლევში შეხვდები გამოცდილი პროფესიონალების მიერ მომზადებულ ტექსტურ და ვიდეო მასალას, სადაც მარტივად არის ახსნილი, რას გულისხმობს კონკრეტული მეთოდი, როგორ მუშაობს თითოეული მათგანი რეალურ ცხოვრებაში, როგორ არის პროცესი დროში გადანაწილებული, რა ტიპის შედეგს უნდა ელოდო და ვისთვის არის თითოეული მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანი. დაგეხმარებით, გააცნობიერო, როდის სჯობს კონკრეტული მეთოდის არჩევა და როდის შეიძლება ალტერნატივის ცდა. შენ შეძლებ უკეთ გაიგო, რომელი მიმართულებით მუშაობა შეესაბამება შენს მდგომარეობას და საჭიროებებს.
ტესტები:
სპეციალისტების მიერ შერჩეიული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ქართულ ენაზე ადაპტირებული ტესტები. მათი შევსება საკმაოდ მარტივია. ჩვენ დაგეხმარებით შეაფასო საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე – შფოთვის, სტრესის, ტრავმის, ემოციური გადაღლის თუ სხვა მდგომარეობების გათვალისწინებით.მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ტესტები არ ანაცვლებს პროფესიულ დიაგნოზს და არ გაძლევს ერთმნიშვნელოვან პასუხებს. ისინი გეხმარებიან გადადგა პირველ ნაბიჯი, შეხედო საკუთარ თავს და დაფიქრდე იმაზე, თუ რა გჭირდება დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ტესტების შევსება შეგიძლია ანონიმურადაც და პასუხები მხოლოდ შენი საკუთრებაა.
სპეციალისტები და მათთან ვიზიტის ონლაინ დაჯავშნა:
ინერის აპლიკაციაში შეხვდები მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომლებიც არიან პარტნიორი პროფესიული ასოციაციების მოქმედი წევრები. თითოეულ თერაპევტს, ფსიქოლოგს, ფსიქიატრს ან მენტალური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტს, აქვს წლების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ხვდები არა მხოლოდ ლიცენზირებულ პროფესიონალს, არამედ, იღებ პროფესიულ ეთიკასა და ხარისხზე დაფუძნებულ სერვისს. სპეციალისტების შერჩევას მარტივად შეძლებ: აპლიკაციაში შეგიძლია გაეცნო მათ პროფილებს, მუშაობის სპეციფიკას, მიმართულებებს და ხშირ შემთხვევაში საფასო პოლიტიკასაც. თუკი დაინტერესდები, აპლიკაციიდანვე შეგიძლია მარტივად დაჯავშნო შეხვედრა, ეს იქნება პირველადი კონსულტაცია თუ ხანგრძლივი თერაპიული გამოცდილების დაგეგმვა.
მედიტაცია :
ამ განყოფილებაში დაგხვდება სპეციალისტების მიერ შექმნილი გიდირებული მედიტაციები, ქართულ ენაზე. გაცნობიერებული სუნთქვის პრაქტიკები, სიარულის მედიტაცია, ჯდომითი მედიტაცია, სტრესის მართვის პროგრამები, მედიტაცია გაცნობიერებულ კვებასთან დაკავშიდრებით – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ აუდიო მედიტაციების კურსისა, რომელიც დაგეხმარება დაბრუნდე ამჟამინდელ მდგომარეობაში და იცხოვრო გაცნობიერებულად.
იოგა:
იოგა არის არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობა, ის არის გზა, რომელიც მიმართულია გონების, სხეულის და ემოციების ბალანსისკენ. ამ განყოფილებაში დაგხვდება იოგას გიდირებული ვიდეო გაკვეთილები ქართულ ენაზე, შეხვდები სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოებს და მათი შესრულებისთვის საჭირო რეკომენდაციებს. ყველა მასალა შექმნილია პროფესიონალი ინსტრუქტორების მიერ. ვარჯიშების შესრულებას შეძლებ შენთვის შესაფერის დროსა და შენ მიერ შერჩეულ გარემოში.
ბლოგი:
ბლოგებში გაეცნობი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების თუ სიახლეების განხილვას, სტატიებს, რომლებიც შენთვის საინტერესო შეკითხვებზე გაგცემენ პასუხს, შენთვისვე გასაგებ ენაზე. სტატიების ნაწილი ეფუძნება უახლეს კვლევებსა და საერთაშორისო გამოცდილებას, ნაწილი კი გთავაზობს რჩევებს ყოველდღიური ფსიქიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია წაიკითხო სტატიები ქართულ ენაზე, გაეცნო სფეროს სიახლეებს და იპოვო შენთვის საინტერესო რესურსები.
ადამიანები:
მარტოობის განცდა ხშირად გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ტკივილი უნიკალურია და არავის ჰქონია მსგავსი შეგრძნებები, თუმცა როდესაც ვისმენთ სხვა ადამიანების ისტორიებს, ამბებს და გამოცდილებებს, მარტოობის განცდა სუსტდება და ვაცნობიერებთ, რომ ამ პროცესში მარტო არ ვართ. ამ განყოფილებაში გაეცნობი ადამიანების რეალურ ისტორიებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები და უცნობი ადამიანები ჰყვებიან ამბებს საკუთარ გამოცდილებებზე, ცხოვრების რთულ პერიოდებზე და ამ პერიოდებში განცდილ შეგრძნებებზე. ამბობენ იმას, რისი თქმაც ხმამაღლა ხშირად რთულია – როგორ გაუმკლავდნენ შფოთვას, სტრესს, შინაგანი მარტოობის განცდას, თუ სხვა რთულ ფსიქიკურ მდგომარეობებს
ფსიქოლოგიური თამაშები:
ინერის სამაგიდო თამაშები შექმნილია მოთამაშეებს შორის უსაფრთხო და გულწრფელი საკომუნიკაციო სივრცის გასაჩენად. აპლიკაციაში დაგხვდება სხვადასხვა ტიპის მარტივი სამაგიდო თამაშები, რომლებიც შექმნილია მეგობრებს, პარტნიორებს ან სულაც ოჯახის წევრებს შორის სათამაშოდ. თამაშისთვის შემუშავებული შეკითხვები დაგეხმარება გააღრმაო ურთიერთობები და შექმნა ჯანსაღი უკუკავშირის გამოცდილება მოთამაშესთან. ინერის თამაშები არ არის მხოლოდ დროის ერთად, სასიამოვნოდ გატარების საშუალება. ეს არის გზა, რომელსაც მივყავართ ერთმანეთის უკეთ გაცნობისკენ და საერთო ემოციების აღმოჩენისკენ.
შენი მოგზაურობა აპლიკაციაში არის სრულად კონფიდენციალური და მხოლოდ შენს ნებაზე დაფუძნებული. აქ გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ყველა მოთხოვნა.
ჩამოწერე აპლიკაცია:
Android: https://bit.ly/4i1hkBf